ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Tass ადამიანთა უფლებების ჯგუფ Spring 96-ზე დაყრდნობით იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, დაღუპულია აქციის ის მონაწილე, რომელსაც პოლიციის კუთვნილი მანქანა დაეჯახა.
აღშანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულებიც.