logo
ENG



კალაძე: კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, დესტაბილიზაცის საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ

14 აგვ 202019:04
3 წუთის საკითხავი
 
cowv2d5orhjed2r.jpg

"კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, დესტაბილიზაცის საშუალებით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ", - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების გუნდმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ავტორიტარული და მოძალადე რეჟიმი ჩამოაშორა ხელისუფლებას.

კახა კალაძის თქმით, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ძალებს, 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა უთხრას უარი.  

"ქართული ოცნება 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლების სადარაჯოზე დგას. ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ყველამ ერთად შევძელით, რომ ავტორიტარული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეშორებინა. რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ხოცავდა ახალგაზრდებს, არეკეტებდა ბიზნესს, ახშობდა თავისუფალ სიტყვას, კარგავდა ტერიტორიებს, იპარავდა ხალხის კუთვნილ ბიუჯეტის ფულს და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ, თუმცა მოძალადე და კრიმინალური ძალები ისევ ცდილობენ, არეულობის, დესტაბილიზაციის საშუალებით ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ", - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.


close დახურვა