დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის მონახულების გამო მამა ანდრია სარიას და მამა ათინოგენეს საპატრიარქომ მღვდელთმსახურება შეუჩერა.
მამალაძის თქმით, საპატრიარქო სასულიერო პირებს შანსს არ აძლევს, რომ დეკანოზი თორნიკე მამალაძე ციხეში მოინახულონ.
"როდესაც ჩემ ძმასთან შედიოდა მამა ანდრია სარია და მამა ათინოგენე მათ მღვდელთმსახურება შეუჩერეს. გლდანის ციხის მღვდელი გაფრთხილებულია მკაცრად, რომ ჩემ ძმასთან არ შევიდეს. საპატრიარქო შანსს არ აძლევს სასულიერო პირებს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შედიან. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ჩემი ძმა, რომ სხვა სასულიერო პირებმა ვერ გაბედონ ხმის ამაღლება",-ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა.
სასულიერო პირები მომხდარს არ უარყოფენ და ამბობენ, რომ მსახურების შეჩერება მხოლოდ პატიმრის მონახულების გამო არ მომხდარა, კიდევ ერთი მიზეზი რატომაც მათ წინააღმდეგ საპატრიარქომ ეს სასჯელი გამოიყენა, პეტრე ცაავას მხარდაჭერაა.