logo
ENG



ინფექციური: 29 ახალი შემთხვევიდან 15 ბათუმს უკავშირდება

06 სექ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 15 ბათუმს უკავშირდება, მათ შორის 2 საკონდიტრო დონას კლასტერს.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მათი ცნობით, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 რუსთავის ავერსის კლინიკას უკავშირდება, 1 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, 2 იმპორტირებულია, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 1 310-ს შეადგენს. ახალი კორონავირუსით საქართველოში სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა