logo
ENG



დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაწილს სასტუმროებში უმკურნალებენ

09 სექ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილს საკარანტინო სივრცეებში უმკურნალებენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, სასტუმროებში გადაიყვანენ 18-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებსაც თანხმლები დაავადებები არ აქვთ.

"სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა დღეიდან დაიწყება. უკვე მიმდინარეობს ბათუმში საავადმყოფოდან პაციენტების სასტუმროებში გადაყვანა. გუშინ, კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვსაზღვრეთ ის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ექიმები. მიდგომა იქნება შემდეგი: 65 წელს ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში, ხოლო 18-დან 65 წლამდე პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდ ინფექცია და ამავდროულად არ აქვთ არანაირი თანმხლები დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა სასტუმროების ქსელში გაიარონ", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 3 სამედიცინო პერსონალია, 3-ის დაინფიცირების წყარო უცნობია.


close დახურვა