logo
ENG



თბილისი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია - როგორ ნაწილდება COVID 19-ის ახალი შემთხვევები

12 სექ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 158 ახალი შემთხვევა, აჭარას, სამეგრელოს, გურიას, იმერეთს და თბილისს უკავშირდება.

"158 დადასტურებული შემთხვევიდან 87 არის აჭარიდან, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი. 6 გურია და 18 თბილისში არის დადასტურებული. 158 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს". - თქვა მარინა ეზუგბაიამ

მისივე თქმით, ახალი ინფიცირებულების რაოდენობა პანიკის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან კვლევები და დადასტურებული პაციენტების რაოდენობის გამოვლენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი კონტაქტების იზოლაცია და ვირუსის გავრცელების ლოკალიზაცია მოხდეს.

"ძალიან მყისიერი და თანაზომადი ქმედებები განხორციელდა, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ. სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების სწრაფი გამოვლენა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 2075 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.


close დახურვა