
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა Facebook-ზე მოქალაქეებს "ყვავი" და "ინდაური" უწოდა.
მიტროპოლიტმა Facebook-ზე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი დაწერა, რომელიც რამდენიმე მოქალაქემ კომენტარებში გააკრიტიკა. აღნიშნულმა კრიტიკამ სასულიერო პირის უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც მან მოქალაქეებს ასევე კომენტარებში პასუხი გასცა.
"შენც იმავეს გაგიმეორებ: ინდაურის შეხედულება არწივზე, ინდაურის დამახასიათებელია", - დაწერა სასულიერო პირმა.
თავის მხრივ ერთ-ერთმა მოქალაქემ მეუფეს კგბ-ს აგენტი უწოდა.