logo

აშშ-მ გრუ-ს 6 აგენტს მათ შორის საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის ბრალი წარუდგინა

20 ოქტ 202013:13
3 წუთის საკითხავი
clock 13 clock 244

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის, გრუ-ს 6 აგენტს რამდენიმე ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე ჰაკერული თავდასხმისთვის, "კიბერსივრცეში დესტრუქციული და მავნე ქმედებისთვის" ბრალი წარუდგინა. 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათმა ქვეყანამ მხოლოდ 3 მსხვერპლს თითქმის 1 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა. ასევე, ბრალდებულები ცდილობდნენ, ჩაეშალათ 2017 წლის საფრანგეთის არჩევნები და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა. 

დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ გრუ-ს ჰაკერები და მათი თანამზრახველები ხელს უწყობდნენ რუსეთის ხელისუფლებას, ძირი გამოეთხარათ, შური ეძიათ ან სხვაგვარად მოეხდინათ დესტაბილიზაცია უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, ჩაეშალათ საფრანგეთის არჩევნები, ასევე, თავდასხმები იყო მიმართული რუსეთისთვის ნერვული აგენტის, ნოვიჩოკის წარმოების პასუხისმგებლობის დაკისრების წინააღმდეგ. თავდასხმების კიდევ ერთი სამიზნე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა იყო - მაშინ რუს სპორტსმენებს, დოპინგის გამოყენების გამო, ეროვნული დროშით ასპარეზობა აუკრძალეს. 

აშშ აცხადებს, რომ რუსეთი სადაზვერვო სამსახურის ჰაკერები იყენებდნენ ისეთ დამანგრეველ პროგრამებს, როგორიცაა: KillDisk და Industroyer, რომელმაც უკრაინის კიბერსივრცე დააზიანა. 

NotPetya-მ, რომელმაც 1$-მილიარდიანი ზიანი მიაყენა 3 მსხვერპლს და დააზიანა ათასობით კომპიუტერი, რომლებიც 2018 წლის ოლიმპიადის დროს გამოიყენებოდა. 

ჰაკერებს: იური ანდრიენკოს, სერგეი დეტისტოვს, პაველ ფროლოვს, არტემ ოჩიჩენკოსა და პეტრ პლისკინს ბრალად ედებათ შეთქმულება, კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმა, კომპიუტერული თაღლითობა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი იდენტობის ქურდობა და ყალბი დომენის რეგისტრაცია. 

აშშ საუბრობს საქართველოში 2018 და 2019 წლის თავდასხმებზე. 2018 წელს ჰაკერული შეტევა ერთ-ერთ მედიაკომპანიაზე განხორციელდა, 2019 წლის 28 ოქტომბერს კი სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების ვებგვერდებზე. 

გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაზიანებული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. კომპანიის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, მწყობრიდან 15 000-მდე ვებგვერდი გამოვიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცცხადა, რომ შეტევა "უცხო ქვეყნიდან" იყო. 



close დახურვა