logo
ENG



ამბები, რომლებიც 24 ოქტომბერს უნდა იცოდე

24 ოქტ 202011:21
3 წუთის საკითხავი
clock 1339
7rg30aztah4t887.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 24 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

ვარშავაში საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა

აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები ვარშავაში სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 15 აქტივისტი. ინფორმაციას independent ავრცელებს.

მანიფესტაციები ვარშავაში მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტზე მოქმედი რეგულაციები გაამკაცრა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

დღეს საქართველოში კოვიდ19-ის 1941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 412 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

26 503 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 10 163 გამოჯანმრთელებული და 193 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4180 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3571. კოვიდ-სასტუმროში - 2293, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 42.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 31.4 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1.1 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 76 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

ანდჟეი დუდას COVID-19 დაუდასტურდა

 პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, დუდა თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო პერსონალთან მუდმივ კონტაქტზეა.

 

წალკაში უცხოელი ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღეს

ბიზნესმენის ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები დააბეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ავტომანქანა, კომპიუტერი, ფული და ტელეფონები წაიღეს.

„შვიდის ნახევრისკენ ორი კაცი შევიდა მათთან. შავებში ჩაცმულები იყვნენ, პოლიციის კეპები ეკეთათ და გაეცნენ წალკის პოლიციის წარმომადგენლებად. შემდეგ ამოიღეს იარაღი და მოსთხოვეს ფული,“ - აცხადებს წალკის მერიის წარმომადგენელი

მისივე თქმით, ავტომანქანა პოლიციამ უკვე აღმოაჩინა ახლომდებარე ტყეში.

 

ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის გამო 2 პირი დააკავეს

 პოლიციამ ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა