logo
ENG



ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 ოქტ 202014:06
3 წუთის საკითხავი
clock 1307
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართული ოცნებიდან ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ის Facebook-ზე წერს, საჯარო აქტივობებს წყვეტს.

"მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.
მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას.

წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ
ჯანმრთელობას!" - დაწერა ენუქიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 632 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა.


close დახურვა