logo

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

29 ოქტ 202011:55
3 წუთის საკითხავი
clock 4 clock 231
rz8j89k5z364wjk.jpg
ქართული ოცნების ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს, კორონავირუსი დაუდასტურდა. კანდიდატი Facebook-ს საკუთარ გვერდზე წერს, რომ თვითიზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.
 
"მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა. მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ - წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი", - წერს ქადაგიშვილი.
 
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 2 075.


close დახურვა