logo
ENG



გახარია ისევ ამბობს, რომ საქართველოში "სისტემური ლოქდაუნი" არ გამოცხადდება

30 ოქტ 202014:07
3 წუთის საკითხავი
clock 1452

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ლოქდაუნი არარ გამოცხადდება, არამედ იქნება მხოლოდ წერტილოვანი, დროებითი, კონკრეტული მიზნებისთვის. ამით პრემიერმა პრემიერ ევროპულ საქართველოს ლიდერებს უპასუხა, რომლებმაც თქვეს, რომ მათი ცნობით, არცევნების მერე ხელისუფლება საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას გეგმავს.

"ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო კონტექსტში ლოქდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები, როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. [...]

ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემისთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა იქნება პრიორიტეტი", - თქვა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა