logo
ENG



ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა

09 ნოე 202000:08
3 წუთის საკითხავი
clock 1357

ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. ლომჯარიას შეფასებით, სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ გამოყენებული ძალა სასტიკი და არაპროპორციული იყო. 

"როდესაც ხდება ძალისმიერი მეთოდებით აქციის დაშლა, ეს უნდა იყოს უკიდურესად აუცილებელი და პროპორციული ძალა გამოყენებული. პირველ რიგში, უნდა მოხდეს აქციის მონაწილეების შესაბამისი ხმოვანი სიგნალით გაფრთხილება, შემდგომ ადამიანის უფლებების სტანდარტით პოლიციამ უნდა გამოიყენოს ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი, ყველაზე ნაკლებ ძალისმიერი ზომა და იმ ვითარებაში, როდესაც საკმაო რაოდენობის პოლიცია იყო მობილიზებული და ხალხის რაოდენობაც არ იყო ძალიან დიდი, ვფიქრობ, რომ წყლის ჭავლის გამოყენება ცივ კლიმატურ პირობებში არის ძალიან სასტიკი მეთოდი აქციის მონაწილეების მიმართ და ვფიქრობ, არაპროპორციული იყო იმ შემთხვევაში ძალის გამოყენება", - ამბობს ლომჯარია. 

მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 2 საათის წინ გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამომიყენეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 


close დახურვა