logo
ENG



აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები და არჩილ თალაკვაძე მივიდნენ

12 ნოე 202015:04
3 წუთის საკითხავი
clock 2472
2020/11/12/1li8y1dezx4mbgr.jpg

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მივიდნენ. აქაა პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილიც.

აშშ-ს ელჩის საცხოვრებელ სახლშია ევროკავშირის ელჩიც.

რეზიდენციაში შესვლამდე ლიდერების უმრავლესობას კომენტარი არ გაუკეთებია.

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.


close დახურვა