logo
ENG



3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს ფსიქიკური გამოკვლევა უტარდება

16 ოქტ 201907:50
3 წუთის საკითხავი
 
sz8htlis7olk6ac.jpg

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან  დაკავშირებით გამოკვლევის შედეგები 2-3 კვირაში გახდება ცნობილი. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექსპერტიზის დასკვნა შეიცვალა, საძაგლიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნული სასჯელის სახეს ცვლის.

"დაზარალებულ ბავშვს ნაკლებად მძიმე დაზიანება დაუდგინდა ექსპერტმა, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ გვეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ შეეცვალათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, შეეცვალათ არასაპატიმრო ღონისძიებით, გირაოთი, რაზეც სასამართლომ უარი გვითხრა,"-აცხადებს საძაგლიშვილის ადვოკატი, ალექსი გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ თამარ საძაგლიშვილმა 3 წლის ბავშვი პეკინის ქუჩაზე 27 აგვისტოს დაჭრა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა