logo
ENG



ტრანსპორტი, ფიტნესი, რესტორნები - რა დაიხურება ფორმულას ინფორმაციით

25 ნოე 202020:29
3 წუთის საკითხავი
clock 12464
ფორმულას წყაროს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ამავე დღიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, დაიხურება ყველა მაღაზია და რესტორანი, გარდა სასურსათო მაღაზიისა. სავარაუდოდ, შეზღუდვა შეეხება ფიტნეს დარბაზებსაც.
 
ფორმულას წყაროს ცნობითვე, სავარაუდოდ, სილამაზის სალონები გააგრძელებენ მუშაობას იმ მიზეზით, რომ გაზაფხულზე გამოცხადებული რეგულაციების დროს ფიქსირდებოდა ბინაზე მომსახურება.
 
შეზღუდვებთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება.
 
"ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი", - თქვა ტიკარაძემ.
 
საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.

close დახურვა