logo
ENG



იმნაძე: ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ, მომავალი 2 თვის გეგმა

25 ნოე 202021:40
3 წუთის საკითხავი
clock 8835
იმნაძე: ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ, მომავალი 2 თვის გეგმა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ხვალ, 26 ნოემბერს მთავრობა შეზღუდვებთან ერთად მომავალი ორი თვის გეგმას გამოაცხადებს. ფორმულას ეთერში, გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება.

"ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები არამედ გეგმა, მომავალი ორი თვე როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ. [...] ხვალ გამოცხადდება ის ღონისძიებები, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადილება და მაქსიმალურად შეიზღუდება ადამიანების ურთიერთკავშირები", - ამბობს პაატა იმნაძე.

შეზღუდვებთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება.

"ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.


close დახურვა