logo
ENG



ამბები, რომლებიც 29 ნოემბერს უნდა იცოდე

29 ნოე 202013:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/29/c8igo9u7m1c9b8b.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 29 ნოემბერს უნდა იცოდეთ

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 721 და გარდაიცვალა 35 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 132 368-ს მიაღწია. აქედან 110 049 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 230 კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 62.5 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 43.1  მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1.4 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის 105 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

არეულობა პარიზში - პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა

 

საფრანგეთის პოლიციამ პარიზში კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილი მომიტინგეები ცრემსლადენი გაზით დაშალა. დააკავეს ათობით დემონსტრანტი.

კანონპროექტი, რომელსაც მოსახლეობა აპროტესტებს, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს პოლიციის ფოტოს ან ვიდეოს გადაღებას ბოროტი განზრახვით. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების თქმით, ირღვევა პრესის თავისუფლება, რომ გამოააშკარავოს პოლიციის ძალადობრივი ქმედებები. ხელისუფლების განცხადებით, ახალი კანონი პოლიციას კიბერბულინგისგან დაიცავს.

 

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

 

მსახიობი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ლეგენდარული მსახიობი COVID-19-ს ებრძვის.

Log In or Sign Up to View

See posts, photos and more on Facebook.

 

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, პირს ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა.

არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს. შსს-ს ცნობით, პირს ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.



close დახურვა