თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც ცერცვაძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, შესაძლოა, ვირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულები გამომუშავდეს, მაგრამ საკმარისი დამცველი პოტენციალი არ ჰქონდეს.
"შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდ გადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამოდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დაახლოებით დადასტურებული სამი შემთხვევაა", - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში დღეს, 3 დეკემბერს, კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი, ხოლო 45 გარდაიცვალა.