ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების ჰოსპიტალში გადაყვანა. მისი თქმით, თვითდინებით მისული მძიმე პაციენტები უფრო ადრე იკავებენ ადგილს საავადმყოფოში და შედეგად, 112-ს ვეღარ მიჰყავს სხვა პაციენტი.
"ნაცნობის თემა უხერხულია ამ სიტუაციაში", - ამბობს მინისტრის მოადგილე და აგრძელებს, რომ თვითდინებით მისული პაციენტები "ვინმეს მხრიდან ზეგავლენას" არ უკავშირდება და კლინიკას მათი უკან გაშვების უფლება არ აქვს.
"ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როცა პაციენტი მათთან მიდის და თვლის, რომ მდგომარეობა მძიმეა, კარი არავის გამოუკეტონ.
ხშირად, თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება, უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს ის თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძილოვოს 112-ის მოლოდინი.
ესაა ის სურათი, ამდენად თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება, დარჩეს ბინაზე.
ამ ნაკადის მოგვარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მოკლე დროში უნდა მოგვარდეს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. აქაც 100-პროცენტიანი გადაზღვევა რთულია. ის, რაც ვერ რეგულირდება, არის დაახლოებით 20-25%, დანარჩენი მაინც მოდის 112-დან", - ამბობს თამარ გაბუნია.
