logo
ENG



ახალგორელმა კაცმა, ჩაკეტილი გზის გამო, ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა

16 დეკ 202014:30
3 წუთის საკითხავი
clock 821
2020/12/16/xdzo2eeydjtvr0p.jpg

ახალგორელმა კაცმა, ჩაკეტილი გზის გამო, ექიმთან მისვლა ვერ შეძლო და გარდაიცვალა

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლა ვერ მოახერხა და გარდაიცვალა.

ახალგორელი ჟურნალისტი და აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი წერს, რომ გარდაცვლილი მიმდინარე წელს რამდენჯერმე იწვა საავადმყოფოში, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის სამედიცინო მომსახურება მის სამკურნალოდ და გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ახალგორის საავადმყოფოში მხოლოდ წნევის გაზომვა და კარდიოგრამის გადაღებაა შესაძლებელი. სისხლის ანალიზისთვის ნიმუშები ცხინვალში იგზავნება.

მეარაყიშვილისვე თქმით, ახალგორის ჩაკეტვის გამო გარდაცვლილი ვერც კუთვნილი პენსიის აღებას ახერხებდა, რაც მისი ერთადერთი შემოსავალი იყო.

"როცა გზა ჩაიკეტა, მისი ერთადერთი შემოსავალი - პენსია ვეღარ აიღო. ვერც ექიმთან მივიდა". - წერს მეარაყიშვილი.

ოკუპირებული ახალგორი საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაკეტა. ახალგორში მცხოვრებლებს შეეზღუდათ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, ჩაკეტვამდე კი ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომსახურებას იღებდნენ და გარკვეული შეღავათებითაც სარგებლობდნენ,

ჟურნალისტი ამბობს იმასაც, რომ ოკუპირებულ ახალგორში გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია, რის გამოც იქაურები საცხოვრებელს ტოვებენ და სამუდამოდ მიდიან.

"15 ოჯახი ვიცი, ვინც მზად არის, თვის ბოლომდე აქედან წავიდეს. დატოვოს სახლი, ბაღი, საფლავები, მოგონებები. სულ ტოვებენ, სამუდამოდ. საქართველოს მთხლე ხელისუფლება დუმს. პროტესტი არ აქვს. საერთოდ არ აღელვებთ, რას განვიცდით". - ამბობს მეარაყიშვილი.


close დახურვა