logo
ENG



საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა

20 დეკ 202011:52
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/20/u5ggzgla7w77fef.jpg

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა. EUMM-ის ხელმძღვანელი მერეკ შჩიგელი twitter-ზე წერს, რომ სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამას გარდა, ერვოკავშირი მისიის დასაფინანსებლად ამ პერიოდისთვის ბიუჯეტიდან 44.8 მილიონ ევროს გამოყოფს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც ევროკავშირის მიერ 2008 წელს დაარსდა.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს  ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობში ყოფნას აკვირდებიან.


close დახურვა