საქართველოში კორონავირუსი 3 064 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 241 გამოვლინდა, აჭარაში - 191, იმერეთში კი 497.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რგიონების მიხედვით შემდეგია:
- ქვემო ქართლი - 246;
- შიდა ქართლი - 244;
- გურია - 52;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264;
- კახეთი - 196;
- მცხეთა-მთიანეთი - 63;
- სამცხე-ჯავახეთი - 53;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 6 358 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 104 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 427 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
დღეს, 22 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ვირუსის 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 - გარდაიცვალა.
