logo
ENG



მთავრობა: WHO მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რაც შეიძლება ადრე მიიღოს კოვიდ-ვაქცინა

26 დეკ 202016:52
3 წუთის საკითხავი
clock 1266
2020/12/26/yxory7p3x1mj8cp.jpg

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტოემა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რაც შეიძლება ადრე მიიღოს კორონავირუსის ვაქცინა. 

WHO-ს დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი გიორგი გახარიას ტელეფონით ესაუბრა. 

მთვრობის ცნობით, მათ ილაპარაკეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე, კლინიკური სასტუმროების როლსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობაზე მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში.

საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით.

მთავრობის ინფორმაციით, საუბრისას კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.


close დახურვა