logo
ENG



ზილფიმიანი: რატომ გგონიათ, რომ პარლამენტში პოლიტიკანი უნდა იყოს და არა მეცნიერი?!

05 იან 202117:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/rf417zu1h1gwxnq.png

პარლამენტის დეპუტატი დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ პარლამენტში მხოლოდ "პოლიტიკანი" არ უნდა იყოს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება ბიზნესმენიც და მეცნიერიც იყოს.

"არც ბიზნესმენი და არც მეცნიერი, მით უმეტეს მეცნიერი, ეს არ არის უარყოფითი ცნება პარლამენტში ყოფნისთვის. თქვენ რატომ გონიათ, რომ პოლიტიკანი უნდა იყოს პარლამენტში და არა მეცნიერი ან ბიზნესმენი",-ამბობს ზილფიმიანი.

ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პარლამენტში ის იმ კანონების გადახედვას აპირებს, რომლებიც მისთვის მიუღებელია:

"მე არ მომწონს მართლმსაჯულება და ვაპირებ სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას. მეორე - მე არ მომწონს ის კანონმდებლობა, რომელიც რეალურად ხელს უშლის ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარებას და ვაპირებ შეცვლას - ეს ცოტაა?! და მესამე რაღა თქმა უნდა აუცილებლად გადასახედია, მთელი ის დასტა კანონებისა, რომელიც მიუღებლად მიმაჩნია, რომელიც ჩადებული ნაღმებია კანონმდებლობაში სხვადახვა ხელისუფლებების მიერ. რომლის წაკითხვა ორჯერ და სამჯერ სხვანაირად შეიძლება და რომლითაც ბევრჯერ ტყუვდება ხალხი. ამას ვაპირებ და რომელი პოლიტიკანი აპირებდა ამას?!",-ამბობს ზილფიმიანი.

პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის სამი წევრის ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძისა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. მათ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ისარგებლებს და საკანონმდებლო ორგანოში პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილისა და კიდევ ორი წევრი - გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები მას შემდეგ დაიკავეს, რაც მათ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს. 

დღეს, 5 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ ის, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე პატრიოტთა ალიანსს ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ პარტიას, ევროპელ სოციალისტებს აფუძნებენ.


close დახურვა