logo
ENG



CNN: სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმის შენობაში ხელნაკეთი ბომბი იპოვეს და გაანეიტრალეს

07 იან 202101:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/07/mz8ov7pu62v6tsb.jpg

CNN-ის ცნობით, სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმის შენობაში და რესპუბლიკელთა ნაციონალური კომიტეტის ოფისში ორი ხელნაკეთი ბომბი იპოვეს და გაანეიტრალეს. 

სამართალდამცველი ორგანოების წარმოამდგენლის ცნობით, მოწყობილობები აფეთქების რეალურ საფრთხეს შეიცავდა. 

CNN-ის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის შედეგად რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული. მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. 

რამდენიმე წუთის წინ CNN-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმში სენატის ფრთიდან შეჭრილი დემონსტრანტები გამოაძევეს, ამ დრომდე უცნობია, თუ რა ხდება წარმომადგენელთა პალატის მხარეს. 

აშშ-ის მოქმედმა და არჩეულმა პრეზიდენტებმა ბაიდენმა და ტრამპმა დემონსტრანტებს კაპიტოლიუმის შენობის დატოვებისკენ და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. 

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე შეიჭრნენ


close დახურვა