logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1 857 შემთხვევა, გარდაიცვალა 24 ადამიანი, ჩატარდა - 17 795 ტესტი

12 იან 202110:53
3 წუთის საკითხავი
clock 486

საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა, 993 კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე  17 795 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 934 ანტიგენის ტესტით, 5 861 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • თბილისი - 754;
  • აჭარა-97;
  • იმერეთი-334;
  • ქვემო ქართლი-143;
  • შიდა ქართლი-113;
  • გურია-30;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი-158;
  • კახეთი-147;
  • მცხეთა-მთიანეთი-41;
  • სამცხე-ჯავახეთი-29;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, 3 879 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 817 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 254 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 241 637 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 227 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 820 - გარდაიცვალა.  


close დახურვა