logo
ENG



ლადო კახაძე: მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ გავიკეთო

12 იან 202115:21
3 წუთის საკითხავი
clock 1327
2021/01/12/adfkfnefxjlpbm3.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ მზად არის, კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც საქართველოში შემოიტანენ, პირველად მან გაიკეთოს. 

კახაძე აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც მიმართავს თხოვნით, პირველი ვაქცინაციის დროს, მასთან ერთად, სახალხოდ აიცრან. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს საზოგადოებაში ვაქცინის მიმართ ნდობას აამაღლებს.

"იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს, ურწმუნოთა დასანახად კი არა მარტო, არამედ ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება და მე მაგალითად მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინც არის, არასამთავრობო სექტორიდან ვინც არის, საპატრიარქოს მივმართავ დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენისა ადამიანის რწმენაზე, იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ გავიკეთოთ ეს, რათა ადამიანებს მივცეთ კიდევ ერთხელ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა. მე მადლობელი ვიქნები", - განაცხადა ლადო კახაძემ. 

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ სამინისტრო ამ დროისთვის მხოლოდ Pfizer-ისAstraZeneca-ს და Moderna-ს ვაქცინებს განიხილავს. მისი თქმით, იმ ვაქცინას შემოიტანენ, რომელიც მკაცრი მარეგულირებლების ან ჯანმო-ს მიერ ყველაზე ადრე იქნება პრეკვალიფიცირებული.

დღეს, 12 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და საქართველოს მზაობის შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.


close დახურვა