logo
ENG



გაბუნია: შეიძლება პირველად ფაიზერის ვაქცინა მივიღოთ, მას ასტრაზენეკა მოჰყვება

12 იან 202115:54
3 წუთის საკითხავი
clock 875
გაბუნია: შეიძლება პირველად ფაიზერის ვაქცინა მივიღოთ, მას ასტრაზენეკა მოჰყვება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს, შესაძლოა გერმანული ფარმაცევტული კომპანია ფაიზერის ვაქცინა იყოს, რომელსაც ასტრაზენეკას ვაქცინა მოჰყვება. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გაბუნიამ თქვა, რომ მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ვაქცინა და ვაქცინაციის პროცესს ქვეყანა ფეხდაფეხ მიჰყვეს. .

"ფაიზერის ვაქცინა შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას ასტრაზენეკას“ვაქცინა მოჰყვება. [..] გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის ტექნოლოგიურად უფრო მარტივი ის ვაქცინა იქნება, რომელსაც ცივი ჯაჭვი 2-დან 8-გრადუსამდე სჭირდება და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი - მინუს 70 გრადუსი, რაც არის ფაიზერი ტექნოლოგიურად უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, ასტრაზენეკა იქნება". - თქვა მან. 

მისივე თქმით, საქართველო ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად მზად იანვრის ბოლოს იქნება. პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები აიცრებიან, შემდეგ სხვა რისკ ჯგუფები. 

თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ კოვაქს პლატფორმას საქართველომ შეუკვეთა 1 მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინა, რაც 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი.  

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დღეს, 12 იანვარს შეხვდა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს. შეხვედრის შემდეგ ტიკარაძემ თქვა, რომ "უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი". 


close დახურვა