logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი იმართება

18 იან 202114:53
3 წუთის საკითხავი
clock 791
ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი იმართება

ცხინვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოცემა ეხო კავკაზას ცნობით, პროცესი ე.წ. უზენაეს სასამართლოში იმართება. 

2020 წლის 24 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა, ოჯახს კი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.


close დახურვა