logo
ENG



გელათში სამუშაოები არ განახლებულა, ადგილზე 30-მეტრიანის ნაცვლად 22-მეტრიანი ამწე მიიტანეს

20 იან 202114:41
3 წუთის საკითხავი
 

გელათში სამუშაოები არ განახლებულა, ადგილზე 30-მეტრიანის ნაცვლად 22-მეტრიანი ამწე მიიტანეს. 

"ჩვენი ამწე არის 22-მეტრიანი. საჭიროა 30-მეტრიანი. ამის გამო ჩვენ ვერ გამოვადექით. გვითხრეს, რომ სჭირდებოდათ ამწე კალათა, დანარჩენი არ იყო ჩვენთვის ცნობილი".- თქვა შპს-ის წარმომადგენემა

გელათში ახლა 30-მეტრიან ამწეს ელოდებიან, ადგილზე მივლენ მთამსვლელებიც. სამუშაოების შედეგად არ უნდა დარჩეს ღია კერები. 

რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა.

ამ პროექტმა ზამთარში გელათის ფრესკები ვერ დაიცვა. მონასტერს მთელი ღამე ათოვდა. 

19 იანვარს ალპინისტებმა დაზიანებული სახურავის ფირები ჩაანაცვლეს. საჭიროა იმავე სამუშაოს ჩატარება მონასტრის სხვა ნაწილში. 

ხელოვნებათმცოდნემ, კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკა ვაჩეიშვილმა ქვა, რომ იტალიელი რესტავრატორისგან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს". 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ ფორმულას უთხრა, რომ არც ერთი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელსაც სააგენტოს ედავებიან, უწყებას დასაბუთებულად არ მოუსმენია

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტებით, კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების დასკვნით თანახმად, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი და ის თუნუქით სწორედ ამიტომ გადახურეს. 

აღსანიშნავია, რომ 19 იანვრის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ შეცვალა კომპანია, რომელიც გელათის ტაძარზე გამასწორებელ სამუშაოებს აწარმოებდა. წინა 2 კომპანია კი დაჯარიმდა. 

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც "შაბათის ფორმულაში" ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა.


close დახურვა