logo
ENG



სალუქვაძე: ან ხუთშაბათამდე მოხსნან მთის კურორტებზე რეგულაციები, ან დაასუბსიდირონ სექტორი

23 იან 202117:36
3 წუთის საკითხავი
clock 1155

ორგანიზაცია დაიცავი მთის კურორტების წარმომადგენელი გეგა სალუქვაძე ამბობს, რომ შეზღუდვების გახანგრძლივების გამო მთის კურორტების ბიზნესი სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მისი განმარტებით, ვინაიდან მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურა სპეციფიურად არის მოწყობილი, იქ ბიზნესის დროებით დაკეტვა შეუძლებელია. 

თემასთან დაკავშირებით სალუქვაძემ ფორმულანიუსის ეთერში ისაუბრა. როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, შექმნილი ვითარებიდან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს.

სალუქვაძის განმარტებით, მთავრობამ ან მაქსიმუმ ხუთშაბათამდე უნდა მოხსნას მთის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები, რათა სექტორმა 1-ლ თებერვლამდე მუშაობა განაახლოს, ან პრემიერმინისტრი სექტორის წარმომადგენლებს სუბსიდირებას უნდა დაპირდეს:

"აქ არის ორი საკითხი. ეს არ არის მაღაზია, რომ გადაატრიალო გასაღები და დაიწყო ვაჭრობა. აქ საუბარია კილომეტრიანი ტრასების გატკეპვნაზე, მთელი ბიზნესი სწრაფად უნდა ადაპტირდეს ამ რეგულაციებზე. ჩვენ თუ მაქსიმუმ ხუთშაბათს გვეცოდინება პასუხი, 1-ლ თებერვლამდე ამას მოასწრებს კურორტი. ან მეორე, უნდა გამოვიდეს პრემიერი და პირდაპირ დაპირდეს სუბსიდიებს ამ ბიზნესებს',-ამბობს გეგა სალუქვაძე.

22 იანვარს მთავრობამ ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები.

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ

 

close დახურვა