logo
ENG



"ტრანსპორტი ყველას" - კანცელარიასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

25 იან 202117:39
3 წუთის საკითხავი
clock 479
2021/01/25/zqh5fb34ri5cpy7.png

ტრანსპორტი ყველას - ამ სახელწოდებით სამოქალაქო მოძრაობა მწვანეების წევრები მთავრობის ადმინისტრაციასთან, ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, აქციას მართვენ. აქციის მონაწილეები პირველი თებერვლიდან, როგორც საქალაქთაშორისო, ისე მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვენ.

"საჯარო ტრანსპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოქალაქეების ყოველდღიურობაზე აისახება პირდაპირ. თბილისის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ჰყავს კერძო მანქანა და შემოსავალი არ აქვს იმდენი, რომ ეს გაწვდეს ყოველდღიურად ტაქსის მოხმარებას",-ამბობს აქციის მონაწილე.

აქციაზე ასევე იმყოფება მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე, რომელიც ამბობს, რომ გარდა ტრანსპორტის აღდგენისა, შეზღუდვები სხვადასხვა მიმართულებითაც უნდა მოიხსნას:

"საზოგადოებაში არის კონსესუსი - ქვეყანა უნდა გაიხსნას. პირველ რიგში, ეს ეხება ტრანსპორტს, განათლების სისტემას, მთის კურორტებს, რომლებსაც 1 თვეღა დარჩათ, რომ რაღაც საჭმელი ჭამონ მთელი წელი, ეს ეხება სარესტრონო ქსელებს და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველაფერი მოხდეს გონივრულად",-განაცხადა ანა დოლიძემ.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დღეს, 25 იანვარს აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთან და პარლამენტთან. სამოქალაქო აქტივისტები აქციებს მომდევნო დღეებშიც აანონსებენ.

22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 

სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.

 


close დახურვა