logo
ENG



დეგნანი გახელაძეზე: წარდგენილი აქვს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, აშშ გმობს მიღებულ ზომებს

06 თებ 202117:35
3 წუთის საკითხავი
clock 996
დეგნანი გახელაძეზე: წარდგენილი აქვს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, აშშ გმობს მიღებულ ზომებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისადმი გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და ძლიერ შეშფოთებას გამოთქვამს.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დეგნანის თქმით, ზაზა გახელაძეს უსაფუძვლო ბრალდებები აქვს წარდგენილი და, შესაბამისად, მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დადგეს მისი გათავისუფლების საკითხი.

„აშშ გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. დე-ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 


close დახურვა