logo
ENG



14 წლის გოგოს ბაბუა ჩვენებაში ამბობს, რომ შვილიშვილმა "ოჯახი შეარცხვინა" და ამიტომ იძალადა

17 თებ 202114:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/h1tedoelxg3vd5y.jpg

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუა აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა "ოჯახის ღირსება შეარცხვინა" და ამიტომ იძალადა მასზე. ბრალის დადგენილება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე წაიკითხა. 

საქმეში სულ სამი ეპიზოდია - ცემის ორი ეპიზოდი დეკემბერსა და იანვარში და მუქარა. კაცი ბრალს მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს - ამბობს, რომ შვილიშვილს სახეში გაარტყა, დანარჩენ ორ ეპიზოდს კი უარყოფს.

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მან არასრულწლოვანი მუშტით სახეში სცემა და ყელში ხელები წაუჭირა. 

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. 

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე, 23 წლის კაცი გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.

თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა. 

გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".

მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო. 

გარდაცვლილი გოგოს ბაბუა შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს


close დახურვა