logo
ENG



პარლამენტში დღეს მინისტრობის ხუთ კანდიდატს მოუსმენენ

20 თებ 202110:50
3 წუთის საკითხავი
clock 359

საკანონმდებლო ორგანოში დღეს განახლებული მინისტრთა კაბინეტის ხუთ წევრს მოუსმენენ.

საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში უკვე დაწყებულია ოთხი კანდიდატის მოსმენა: - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატების.

ეკონომიკური ჯგუფის მოსმენები ხუთ კომიტეტში გაიმართება. 

დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ საკომიტეტო ფორმატში. 

მთავრობის ხელახალი ფორმირების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დატოვა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გუნდსა და მას შორის ნიკა მელიას საქმეზე აზრთა სხვადასხვაობის გამო მიიღო.

18 თებერვალსვე მმართველი გუნდის პოლიტსაბჭომ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

19 თებერვალს წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს შორის სიახლე მხოლოდ ორ სამინისტროში გვხვდება - ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად გადასვლის შემდეგ იცვლება თავდაცვის მინისტრი და ამ ადგილზე ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურაა წარდგენილი, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისი ყოფილი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე, ანაცვლებს.


close დახურვა