logo
ENG



ზურაბიშვილი ღარიბაშვილს შეხვდა და დიალოგის აუცილებლობაზე ესაუბრა

23 თებ 202120:33
3 წუთის საკითხავი
clock 2944
2021/02/23/m25y0hsvxfdgvoa.jpg

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე არსებული პოლიტიკური ვითარება და დიალოგის აუცილებლობა განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მას შემდეგ ავრცელებს, რაც ღარიბაშვილმა ოპოზიციას პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა მელიას დაპატიმრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 

მანამდე პრეზიდენტმა რეზიდენციაში დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა. ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ შეხვედრა არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის პოვნის მიზნით შედგა.

პარალელურად, ევროკავშირის ელჩი საკუთარ რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებს ხვდება. ოპოზიციამ მთავრობის კანცელარიასთან სპონტანური საპროტესტო აქციის შემდეგ 26 თებერვალს აქცია-მსვლელობა დააანონსა, ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა ენმ-ის ოფისში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ 23 თებერვალს დააკავეს. მელიას დაკავებას დასავლელი დიპლომატების, საქართველოში არსებული საელჩოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი და კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. 


close დახურვა