logo
ENG



მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია-მსვლელობა გაიმართა

04 მარ 202117:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/04/2fo1h64pwkdzgdf.png

აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია-მსვლელობა გამართეს. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თუ ხელისუფლებას სურს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა გაათავისუფლონ. 

"ეს აქცია არის ჩვენი პოლიტპატიმრების გასამხნევებლად, კერძოდ ნიკა მელიას გასამხნევებლად, რომელიც ამ საპყრობილეში ზის. გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და ჩვენი აღფრთოვანება მისი ვაჟკაცობით და პატრიოტიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია, რომელიც უკვე გახდა ჩვენი ქვეყნის გავრილოვიზაციის და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო, არის მხნედ და ძალიან მალე დააღწევს თავს ამ საპყრობილეს", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს, სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ რამდენიმე საათში, პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, უწყება სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. 

პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო მეტად გამწვავევბისა და ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმა. ისინი მსველობით მივიდნენ პარლამენტთან და ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. აქციაზე ოპოზიციის გაგმებიც გახდა ცნობილი და წაიკითხეს ნიკა მელიას წერილი ციხიდან


close დახურვა