logo

ენმ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარედგინა

04 მარ 202117:57
3 წუთის საკითხავი
clock 124
ენმ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს - გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია. გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გორის ამავე ოფისს მანამდე, ხუთჯერ დაესხნენ თავს. ​ენმ-ს წარმომადგენელი რევაზ კახნიაშვილი ფორმულანიუსთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციას წინა, მსგავსი შემთხვევები არ გამოუძიებია, ამიტომ ეს დანაშაული წახალისებულია. 

 
 
 
close დახურვა