logo
ENG



გოცირიძე: მიმაჩნია, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზაა

04 მარ 202117:48
3 წუთის საკითხავი
clock 1101
გოცირიძე: მიმაჩნია, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზა.

რუსთავი 2-ის ეთერში, დღის კურიერთან საუბრისას, წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ არ ემთხვევა მისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის აზრს პლებისციტის დანიშვნაზე, რაზეც მან დააზუსტა:

"მიმაჩნია, რომ პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი გზაა, თუმცა ამ საკითხზე ჯერ პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ ოპოზიციამ. მთავარია ერთი, რომ რიგგარეშე არჩევნების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლებელია". 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს. 

ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი პლებისციტის ჩატარების პერიოდში ეცდება "ქვეყნიდან გაყაროს" ასობით ათასი აქტიური ამომრჩეველი და ამით დამატებითი უპირატესობა შეიქმნას.

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირაამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.

 


close დახურვა