logo
ENG



გაბუნია: წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში

05 მარ 202118:03
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში

"წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა ასტრაზენეკას ვაქცინაც შემოვიდეს.

"წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა ფაიზერის მიმართულებით დაიწყება. ასევე გვაქვს სიახლეები, ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით . UNICEF-მა უკვე მიიღო დასტური ასტრაზენეკასგან პირველი დოზების მიწოდებაზე ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც ჩვენთვის არის განკუთვნილი, 129 600 დოზა, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ. პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია რომ 22 მარტის კვირაში მივა UNICEF-თან და აქედან გამოიგზავნება საქართველოში. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოს დაიწყება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

კითხვას - ზუსტად როდის მოხდება ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. 

"ზუსტად დრო რომ ვიცოდე გეტყოდით. როგორც კი ჩვენ გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა რეისით, რა დროს ჩამოვა ტვირთი საქართველოში, რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას მიიღებთ. დღეს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ტვირთის გამოგზავნა უნდა მოხდეს 22 მარტის კვირაში", - ამბობს თამარ გაბუნია. 

მისივე თქმით, პირველი მოწოდება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას ითვალისწინებს. 

"თუმცა, მალევე ველოდებით დამატებით დოზებს, აპრილში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზეც...", - აღნიშნა გაბუნიამ. 

24 თებერვალს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის ასეულობით ათას დოზას მარტის ბოლოს მიიღებდა, თუ მწარმოებლები არ დააღალატებდნენ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედოვნებდა, რომ თებერვლის ბოლოს შეპირებულ ვაქცინას საქართველო მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებდა. 

 

 

 

 


close დახურვა