
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოადგილემ საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი დანიშნეს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, "გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995-2021 წლებში საქმიანობდა საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე".
უწყების ინფორმაციით, გურამიშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.