logo
ENG



ხმაურის და დაპირისპირების ფონზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

10 მარ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock 1403
2021/03/10/0okw5ho7h91nhkd.png

ხმაურის და დაპირისპირების ფონზე, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

არჩევნები ექსპო ჯორჯიაში ჩატარდა. 

"შედგა კვორუმი. 42-მა დელეგამტმა მისცა ხმა ბატონ სოსოს და დღეს ის ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად. არის დარჩენილი ფორმალური საკითხები. მოგვარდება, შემდეგ შევიტანთ საჯარო რეესტრში და დაველოდებით საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ბატონი სოსო გახდება ლეგიტიმური პრეზიდენტი და ექნება ლკეგიტიმაცია, რომ იმუშაოს და 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელოს საქართველოს რაგბის კავშირს". - თქვა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, გოჩა მაჭავარიანმა. 

"შიგნით საკმაოდ მშვიდად წარიმართა ეს პროცესი. გარეთ აჟიოტაჟისთვის ისევ წუხილს გამოვთქვამ. ვიცოდით, რაც იყო დაანონსებული. მგონი, რაღაცა სასწაული არ მომხდარა. ძალიან გაუჭირდათ კლუბებს მოსვლა. ვინც ვერ შეძლო, აბსოლუტურად მესმის. ეს არანაირიად არ შეუშლის მათთან თანამშრომლობას ხელს". - თქვა იოსებ ტყემალაძემ არჩევნების შემდეგ. 

მისივე თქმით, "ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავლენ სამუშაო რეჟიმზე". 

შენობის გარეთ შეკრებილები არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები. მობილიზებულია პოლიცია. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს მხოლოდ ერთი იყო - იოსებ ტყემალაძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას ვეტერანი მორაგბე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებდა.

აბუსერიძემ 30 დეკემბერს არჩევნები უკვე მოიგო, თუმცა, საჯარო რეესტრი მას კავშირის პრეზიდენტად არ არეგისტრირებს. 30 დეკემბერს აბუსერიძის კონკურენტი გოჩა სვანაძე იყო. ის პროცესში ამჯერად არ მონაწილეობს. 

აბუსერიძე და მისი მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ის არის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მას საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია უკანონოდ შეუჩერა. 


close დახურვა