logo
ENG



კახაძე ვაქცინაციაზე: ეკლესიას როგორ შევბედავ, რაღაცის მოწოდება გააკეთოს

17 მარ 202115:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/17/gipz8hfw7xmzl1s.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციას ეხმაურება და ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ის მღვდელმსახურს ვერ შებედავს, რომ მოსახლეობას რაიმე მოუწოდოს. დღეს, 17 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში.

"მე ეკლესიას როგორ შევბედავ რამეს, რაღაცის მოწოდებას. ეკლესია ჩემთვის საწყისთა საწყისია. უბრალოდ, ნებისმიერი წამალი რწმენით მიღებული გაცილებით ძლიერია. ეკლესიამ თქვა, რომ ჩვენ ვაქცინაციას არავის ვუკრძალავთო. ჩემთვის უხერხულია ამის მოწოდება. მე როგორ გავუბედო ეკლესიის მსახურს, რომ ასეთი მოწოდება გააკეთოს, მაგრამ მე გამაძლიერებდა მათი თანადგომა", - აცხადებს კახაძე. 

ცნობისთვის, გუშინ 16 მარტს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სინოდსა და მღვდლმთავრებს ვაქცინაციის პროცესში დახმარება და "გვერდში დადგომას" სთხოვა. მანვე განაცხადა, რომ ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში "განსაკუთრებულია". 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. გამყრელიძის ცნობით, პირველ ორ დღეში კორონავირუსზე სულ 1 375 ადამიანი აიცრა. 

მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა