logo
ENG



რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც პუტინს შეუძლია, კიდევ 2 ვადით იყოს პრეზიდენტი

24 მარ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock 2766
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც პუტინს შეუძლია, კიდევ 2 ვადით იყოს პრეზიდენტი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კონსტიტუციაში შეიტანა ნორმა, რომლის მიხედვითაც, "განულდა" პუტინის და მედვედევის საპრეზიდენტო ვადები. 

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, არ ითვლება ვადები, როცა პრეზიდენტი იკავებდა თანამდებობას რუსეთის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის დროს. 

შესაბამისად, ვლადიმერ პუტინი და დმიტრი მედვედევი შეძლებენ, კიდევ ორი ვადით იყვნენ რუსეთუს პრეზიდენტები. 

გარდა ამისა, კანონში ჩაიწერა ნორმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც ოდესმე ჰქონია ორმაგი მოქალაქეობა ან ჰქონია საზღვარგარეთ ცხოვრების უფლება. 

განულების შესახებ მუხლები კონსტიტუციაში შევიდა. მანამდე კი, 2020 წლის 1-ლ ივლისს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვითაც, ამომრჩევლის 98%-მა პუტინისა და მედვედევის საპრეზიდენტო ვადების განულებას მხარი დაუჭირა. 


close დახურვა