logo
ENG



ფაიზერის ვაქცინა საქართველოშია

25 მარ 202107:52
3 წუთის საკითხავი
clock 2729

დღეს, 25 მარტს გამთენიისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ფაიზერის ვაქცინა საქართველოში ჩამოვიდა. ქვეყანამ ამ ეტაპზე ვაქცინის 29 250 დოზა მიიღო. ვაქცინა უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინა 6 კლინიკაში გადანაწილდება. 

ამ ეტაპისთვის, საქართველოში ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინა. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს შეუძლიათ - მათ ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ.

თუმცა, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს, რადგან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ვაქცინაციის მიმართ უპრეცედენტო პასიურობაა.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, ასტრაზენეკას დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში მალე ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება.


close დახურვა