logo

Wizz Air ათენის, ვარშავის, ვილნიუსისა და ლარნაკას მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

30 მარ 202116:27
3 წუთის საკითხავი
clock 7648
2021/03/30/j9wqtm9wqsfmeq7.jpg

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air აპრილიდან ათენის, ვარშავის, ვილნიუსისა და ლარნაკას მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს.

მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართეს და ფრენებზე ნებართვა მიიღეს. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვიზეარის ვებგვერდზე.

გარდა ამისა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა, სააგენტოს ცნობით, "ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე - დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით".

close დახურვა