logo
ENG



ფორმულა: პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, ღარიბაშვილმა შეცვალოს, კალაძემ კი პარტია დატოვოს

05 აპრ 202120:14
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო ფორმულას უყვება, რომ ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია. 

ფორმულას ცნობით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში მოსთხოვა, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე.

ფორმულას კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, პარტიის დატოვებას თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე აპირებს. ჩვენი ცნობით, მერი არამხოლოდ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. არსებული ინფორმაციით, კალაძემ, შესაძლოა, დატოვოს ქვეყანაც და საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ფორმულას მიერ გავრცელებული არა ერთი ინფორმაცია გამართლდა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გადადგომის, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების და თავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. 


close დახურვა