ენგურში გარდაცვლილი ერთ-ერთი მოქალაქის ძმა, რადუგა გვალია აცხადებს, რომ მდინარეში გარდაცვლილი პირები ერთი ოჯახის წევრები არიან.
როგორც მან ფორმულასთან საუბრისას თქვა, გარდაცვლილები გალის რაიონის სოფელ წარჩეში ცხოვრობდნენ.
„სამი მკვდარი ამოვიყვანეთ წყლიდან, მეოთხეს ვერ ვნახულობთ. ისინი გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან და ალბათ ენგურის წყალი გამოუშვეს. ღამე იყო დაახლოებით 05:00 საათი, წყალმა მოუსწრო ოთხივეს და გაიტანა ოთხივე. რუსების საგუშაგოა ახლოს, ნახეს ალბათ ან რაღაც და დააჩქარეს და მოუსწრო წყალმა. ერთი ოჯახის წევრები არიან. ჩემი ძმაა და რძალი, მეორე არის ბიძაშვილის მეუღლე და მეოთხე არის გამყოლი, გზას აჩვენებდა“, - აცხადებს რადუგა გვალია.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.