logo
ENG



საქართველოში ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

07 აპრ 202114:36
3 წუთის საკითხავი
clock 9195

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.

მინისტრის განცხადებით, ამისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნება. მას არ დაუკონკრეტებია, როდიდან დაიწყება წინასწარი რეგისტრაცია.

როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასურველი ვაქცინა აირჩიონ.

"ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც დღესდღეობით ფართოდ არის მსოფლიოს მასშტაბით ხელმისავდომი.

ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში ამ ეტაპზე ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ქვეყანაში, ასევე, შემოტანილია ჩინური ვაქცინა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე მისი გამოყენება არ იგეგმება.


close დახურვა